ხალხური ხელოვნების სკოლის საანგარიშო კონცერტი 

11 ივნისი 2025, 09:58 325 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. რომელშიც მონაწილეობდნენ ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიული განყოფილებების, ტრადიციული რეწვის კურსის მოსწავლეების, ასევე  პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების მონაწილეები.

კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური, თანამედროვე, სამეჯლისო და მსოფლიო ხალხთა ცეკვები.

ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, საგალობლები, ქართული ხალხური საკრავიანი მუსიკა. მოეწყო ნაქარგობების, ნაქსოვების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში