ქალ ხელოვანთა დღე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

11 ივნისი 2025, 14:03 133 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების მიზანი მხატვარი ქალების შემოქმედების პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.  

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფენილი იყო 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთა შეძენაც ნებისმიერ მგზავრს შეეძლო. ორგანიზატორების განცხადებით, ექსპოზიციაში ყველაზე დიდი წილი ქალ სტუდენტებს დაეთმოთ, გამოფენისთვის მათი ნამუშევრები სტუდენტური კონკურსის ფარგლებში შეარჩიეს.

ასევე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო  თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარ ქალთა ნამუშევრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში