შეზღუდვა თავდადებულის ქუჩაზე

12 ივნისი 2025, 13:50 199 ნახვა

საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ დღის ბოლომდე მემედ აბაშიძის ქუჩიდან  გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში  ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა.

ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობის და ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლის სამუშაოები. შეზღუდვების გამო დროებით   შეიცვალა  მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემაც.

ასევე მერიის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილების ნაცვლად ასფალტის საფარი მოეწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში