სასამართლო პროცესები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 

12 ივნისი 2025, 14:09 117 ნახვა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული  რამდენიმე პირის ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო.  

სასამართლოში დაბარებულები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო  იბარებენ  სასამართლოში. ვარაუდობენ, რომ საქმე “ქართული ოცნების” დეპუტატების სიტყვიერ  შეურაცხყოფას ეხება. 

სასამართლოში დაბარებულების ნაწილი აცხადებს, რომ პროცესზე დასწრებას არ აპირებენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში