ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში

12 ივნისი 2025, 16:32 159 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათე დევიძის მხარდამჭერებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოახერხეს. სხდომა მცირე დარბაზში იმართება.

ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.

პროცესს ესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში