პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.
კერძოდ, საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესი 1 კვირის ვადაში დასრულდება. გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად აღარ იქნება საჭირო კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს.