თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
გვარამიამ მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სხდომას თავად ნიკა გვარამია არ ესწრება.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.