აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა დასრულდა. დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. ღონისძიებაში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის -„ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული 12 ანსამბლი მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ მთავარი პრიზის - „გრანპრის“, პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი ანსამბლები. „გრანპრის“ მფლობელ ანსამბლებს დაუფინანსდებათ გასტროლი და გადაეცემათ სასცენო სამოსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ სასცენო სამოსით, ტრადიციული ხალხური საკრავებითა და ფულადი ჯილდოებით.