ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც - საქართველოში ისრაელის საელჩო

13 ივნისი 2025, 13:11 145 ნახვა

საქართველოში ისრაელის საელჩო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკეტილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოში ისრაელის საელჩო აღნიშნავს, რომ ასე ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურება.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია და საკონსულო მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი. განახლებებისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში