ნიკა გვარამია დააკავეს

13 ივნისი 2025, 14:10 137 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით დღეს შეუცვალა. შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა. თავად "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი სხდომას არ დასწრებია.

გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. 

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში