საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

13 ივნისი 2025, 15:14 84 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე იმყოფებიან - მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში