სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და ალეკო ელისაშვილი 4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანის პროცესი კი გადაიდო.
გამოძიება პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდების ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების საქმეზე მიმდინარეობს.
საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერაა მომზადებული. მმართველი პარტია საკუთარ საჩივარში რამდენიმე შემთხვევაზე მიუთითებს და შს სამინისტროს კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში სხვადასხვა საქმის მასალები უკვე წარადგინა. 13-მდე შემთხვევა 40-მდე პირს ეხება.