ნიკა გვარამია საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების და გირაოს არ გადახდის შემდეგ დღეს ოფიციალურად დააკავეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავისი ფეხით მივიდა.
მის დაკავებას გმობენ ოპოზიციაში, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გვარამიას ვაშაძის და ხაზარაძის მსგავსად შეეძლო გირაო გადაეხადა, რადგან ასე არ ქნა კანონი მის დაკავებას ითვალისწინებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.