ხულოს მერია საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამას იწყებს

13 ივნისი 2025, 22:03 188 ნახვა

ხულოს მერია საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. .

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში, მთაში წასვლის მსურველებს ტრანსპორტი მოემსახურება შემდეგ მიმართულებებზე:

  • ხულო-ბეშუმი-ხულო
  • ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი
  • ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
  • ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი,
  • მეკეიძეები-შავნაბადა-მეკეიძეები
  • დიდი რიყეთი-ლეკიძირის მთა-დიდი რიყეთი
  • საციხური-საციხურის მთა-საციხური
  • დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
  • სხალთა-სარიჩაირის მთა-სხალთა,
  • ფაჩხა-ხულო-თეთრობი-ფაჩხა
  • წაბლანა-ხულო-თეთრობი-წაბლანა
  • კვატია-სამსმელოს მთა-კვატია
  • სხალთა-მაჭარელათის მთა-სხალთა
  • ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი,
  • აგარა-ნათელათი-კუნჭულეთი-ქვაბიჯვარი-ჩიბუხნარი-აგარა
  • ხიხაძირი-სარიჩაირის მთა-ხიხაძირი
  • ვერნები-ვერნების მთა-ვერნები
  • დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისი

ხულო-ბეშუმის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, ხოლო სხვა მარშრუტებზე სხვადასხვა გრაფიკით. გასვლა დილის 9 საათი.

ამ დროისთვის ტრანსპორტირების პროგრამა ხორციელდება ხულო-ბეშუმი-ხულოს, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანის, დიოკნისი-ლოდიძირი-დიოკნისის მიმართულებით და ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ამოქმედდება",- წერია მერიის ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში