14 და 15 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია, - ამის შესახებ, ინფორმაციას "ჯორჯიან ეარვეისი" ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.
"მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია.
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.
ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას", - ნათქვამია განცხადებაში.