2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ ნახევარ მლრდ ლარზე მეტის ღირებულების პროდუქციაა გაყიდული - საქსტატი

17 ივნისი 2025, 10:39 71 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 131 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 17.6 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 16.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 16.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 10.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაიკლა 520.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 30.6 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 69.4 პროცენტი – წვრილფეხა.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 243.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2024 წლის განმავლობაში 63 020.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 29.9 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35.0 პროცენტი – ფრინველის, 33.9 პროცენტი – ღორის, 1.2 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ შესყიდული იყო 8 728.2 ტონა, საიდანაც 30.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 5.2 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, ხოლო 63.5 პროცენტი – ღორის ხორცზე.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2024 წლის განმავლობაში შესყიდულია 72.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, მისმა სიდიდემ 27.1 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 544.0 მლნ. ლარის ღირებულების 96.3 ათასი ტონა პროდუქცია. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 46.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები, ქათმის ხორცი და თევზეული წარმოადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში