ქართველი ემიგრანტები ისრაელში

17 ივნისი 2025, 11:11 120 ნახვა

მეოთხე დღეა საქართველოდან ისრაელის და ირანის მიმართულებით ავიამიმოსვლა შეჩერებულია. დღესაც ბათუმისა და თბილისის აეროპორტებიდან დაგეგმილი 13 რეისი გაუქმებულია. მათ შორის ერთი დუბაის მიმართულებაა, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით შესრულდეს.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო ისრაელში.

მოქმედებს ცხელი ხაზი. რაც შეეხება ისრაელში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, ისინი ქალაქში გადაადგილებისგან თავს იკავებენ და ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს ემორჩილებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში