მეოთხე დღეა საქართველოდან ისრაელის და ირანის მიმართულებით ავიამიმოსვლა შეჩერებულია. დღესაც ბათუმისა და თბილისის აეროპორტებიდან დადეგმილი 14 რეისი გაუქმებულია. მათ შორის ერთი დუბაის მიმართულებაა, რომელიც შესაძლოა მოგვიანებით შესრულდეს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო ისრაელში.
მოქმედებს ცხელი ხაზი. რაც შეეხება ისრაელში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, ისინი ქალაქში გადაადგილებისგან თავს იკავებენ და ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს ემორჩილებიან.
საჰაერო იერიშის დროს ისინი თავს მიწისქვეშა თავშესაფარს აფარებენ. მათი ინფორმაციით, ნაწილობრივ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაწესებულებები.