აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

17 ივნისი 2025, 16:51 75 ნახვა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას.

„პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.

ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში