მარიამ ლაშხი მანდატურებს შეხვდა

17 ივნისი 2025, 18:01 122 ნახვა

ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის წევრები მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც კიბერ ბულინგისა და ფიზიკური ბულინგის პრობლემებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა რომ ბავშვთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით სასკოლო განათლების პროცესში კიბერბულინგისა და ფიზიკური ბულინგის აღმოფხვრა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მარიამ ლაშხის ინფორმაციით სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, მათ შორის სასკოლო მედიაცია რომელიც იუნისეფის ანგარიშით პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს როგორც საკანონმდებლო ასევე აღსრულების ნაწილში სამოქმედო გეგმაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში