ისრაელმა თეირანში ორ ობიექტზე იერიში მიიტანა

18 ივნისი 2025, 10:15 156 ნახვა

ირანული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, გამთენიისას ისრაელმა ირანის ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტს დაარტყა, იმავე საწარმოს, რომელიც ოქტომბერში დაბომბეს. სოციალური მედიაში გავრცელებულ კადრებში საწარმოს თავზე  შავი კვამლის ღრუბელი ჩანს.  

გავრცელებული ცნობებით,  ისრაელმა ასევე დაბომბა ერთ-ერთი უნივერსიტეტი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში. აღნიშნული უნივერსიტეტი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული.

ისრაელისა და ირანის საჰაერო ომი მეექვსე დღეა გრძელდება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ იქს-ზე.

„ჩვენ მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. ჩვენ უმოწყალონი ვიქნებით სიონისტების მიმართ“-წერს ხამენეი.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს  სოციალურ ქსელში გააფრთხილა ირანი, რომ აშშ-ს მოთმინება იწურება. მიუხედავად იმისა, რომ  ტრამპის მტკიცებით „ჯერჯერობით“ ირანის ლიდერის მოკვლის განზრახვა არ არსებობს, ირანის მიმართ ვაშინგტონი უფრო აგრესიულ პოზიციას იჭერს და განიხილავს, გააღრმავოს თუ არა ამ კონფლიქტში აშშ-ის ჩარევა.

პარალელურად, ირანმა ისრაელის მიმართულებით ღამის განმავლობაში Fattah-1 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში