დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს სასამართლომ მხარეთა დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. უცნობია, გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე დღესვე გადაწყვეტილებას.
როგორც ცნობილია, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.