მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ საქმეზე

18 ივნისი 2025, 14:08 41 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მზია ამაღლობელის მეორე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის განხილვა, სადაც მენეჯერს  შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაზე სტიკერის გაკვრას და ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება. სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრება. დღეს სასამართლომ მხარეთა მოწმეებს მოუსმინა. ამ წუთებში მოსამართლე დასკვნით სიტყვას ისმენს.

ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა, რომელმაც სტიკერის გაკვრის ვიდეო მასალა დაათვალიერა და შეადგინა ოქმი, დღევანდელ პროცესზე  განაცხადა, რომ ვიდეო ჩანაწერში ისმოდა პოლიციელის მოწოდება, რომ ამაღლობელს არ გაეკრა  სტიკერი კედელზე, თუმცა ამ სამართალდამცავის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

საპირისპიროს აცხადებდა მოწმის სახით გამოკითხული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელმაც თქვა რომ არცერთი სამართალდამცავის მხრიდან მსგავსი მოწოდება არ ყოფილა. ხმა კი, რომელიც ვიდეო ჩანაწერში ისმის, მას ეკუთვნის. შეგახსნებთ მზია ამაღლობელმა 11 იანვარს აჭარის სამმართველოს შენობის კედელზე სტიკერი გააკრა წარწერით “იფიცება საქართველო”.

მედია მენეჯერი ამავე აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო  პოლიციელების შეურაცხყოფას ედავებოდა და სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში