დაპირისპირება თამარის დასახლებაში

19 ივნისი 2025, 11:40 170 ნახვა

თამარის დასახლებაში მცხოვრებლები  სათამაშო მოედნისა და სკვერის მოწყობას ითხოვენ, იმ ადგილას სადაც კომპანია „ნაზილბე“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ ეს ტერიტორია, რამდენიმე წლის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეისყიდა. „ნაზილბეს“ წარმომადგენლების თქმით, მცირე ზომის სტადიონი დასახლებაშიააშენეს,  თუმცა სხვა ტერიტორიაზე, ადგილობრივებისთვის ეს ლოკაცია მიუღებელია. სწორედ ამ საკითხზე  დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.  რის გამოც რამდენიმე ადამიანი ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიას განარიდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში