იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მაისურაძემ წარუდგინეს.
ნიკა ცხვარაშვილს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.