გამოძიება ჩორჩანის ეპიზოდზე

19 ივნისი 2025, 17:47 81 ნახვა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

ამჯერად წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და ამავე სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულები ამტკიცებენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების არანაირი საჭიროება არ იყო და გადაწყვეტილებამ მძიმე შედეგები მოიტანა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ახლა ისინი ვეღარ სარგებლობენ  ტყითა და საძოვრებით.

გამგებელი ვაჟა ლომიძე ირწმუნება, რომ საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოძიება ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. რატომ არ მოქმედებდა ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინირებულად გიორგი გახარია - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მაშინდელ შს მინისტრს 23 ივნისს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოუწევს.

ექსპრემიერი კომისიაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მივა თუ არა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი სხდომაზე უცნობია.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში