საგამოძიებო კომისიის სხდომა - 20 ივნისის საქმე

19 ივნისი 2025, 20:04 93 ნახვა

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებები ხდება სადაო.

დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხეს გიორგი ჭოლაძე, რომელიც 2019 წელს  პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის  აპარატის ხელმძღვანელი იყო.

მასთან თეა წულუკიანს კითხვები ჰქონდა იმ პერიოდში შსს მინისტრის საქმიანობასთან, კონკრეტულად კი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.

ჭოლაძე იხსენებს რომ 20 ივნისს აქციის დროს პარლამენტში შეკრებილ მინისტრებსა და   დეპუტატებთან ერთად კაბინეტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა, რაზეც ჭოლაძემ გიორგი გახარიას უთხრა, რომ ეს არ შეიძლებოდა, რაც არ გაითვალისწინა. ჭოლაძის განცხადებით, აქციაზე მიმდინარე პროცესებთან და დარბევასთან მიმართებით გახარიას განწყობა იყო არაადეკვატური. 

ჭოლაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძის მოთხოვნა იყო, რომ არანაირი სპეც საშუალებები აქციის დასაშლელად არ უნდა გამოყენებულიყო, რაც პრემიერს შს მინისტრმა გახარიამაც დაუდასტურა.

თუმცა  ჭოლაძის თქმით პრემიერის საჯარო განცხადებიდან რამდენიმე წუთში აქციაზე სროლა დაიწყო. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში