რიყეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

20 ივნისი 2025, 09:51 116 ნახვა

ხულოში, სოფელ რიყეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ხელოვნური საფარი, განახლდა სტადიონის გარე ფასადი, მოეწყო განათების სისტემა. 

პროექტის განხორციელებისათვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 149 ათას ლარამდე დაიხარჯა.

წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება პანტნარის, წაბლიანის, დანისპარაულის, ქედლების, თაგოს, საციხურის სპორტულ მოედნებს.

ასევე ახალი სპორტული მოედნები აშენდება ვაშლოვანისა და თეთრობის მთებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში