„ღალატი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ხვალ გაიმართება. სპექტაკლი ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა.
ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი XIX საუკუნის შუა ხანებისა და XX საუკუნის ოციანი წლებში მსახიობი, საზოგადო მოღვაწე და დრამატურგი იყო.
ავტორი პიესაში საქართველოს ისტორიის შესახებ გვიამბობს. სპექტაკლში როგორც ბათუმის დასის წევრები, ასევე მოწვეული მსახიობები მონაწილეობენ.
პრემიერის პირველი დღის შემდეგ, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება სპექტაკლის ჩვენებას 22, 24 ივნისსა და 12 ივლისს დაესწროს.