დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო საგამოცდო ბარათების ამობეჭდვაა შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად სწორედ საგამოცდო ბარათის წარდგენა.
ორშაბათიდან კი დაიწყება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის გაცემა.
განცხადებების მიღება ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა.