ლურჯი მოცვის ბაღი მოინახულა და ადგილზე ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის მეურნეობა დაათვალიერა დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქობულეთში სოფელ გვარაში.
ფერმერების განცხადებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 30 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა, არასეზონური პროდუქციის სათანადოდ შენახვა-რეალიზაციისთვის.
2013 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მემცენარეობის მიმართულების განვითარების პროგრამების ფარგლებში აჭარის მაშტაბით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 150 ჰა ფართობზეა გაშენებული ლურჯი მოცვი.