საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.