საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

21 ივნისი 2025, 11:09 142 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ. 

ამ თანამშრომელმა ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურას შესაბამისად გუშინ ორივე პირი ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდეგ დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში