საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

21 ივნისი 2025, 18:11 238 ნახვა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

რაც შეეხება ისრაელში საქართველოს საელჩოს, შექმნილი ვითარების გამო საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში