პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

23 ივნისი 2025, 12:23 94 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი