ინგლისური ენის კითხვის კონკურსი ქედაში

24 ივნისი 2025, 18:02 299 ნახვა

ინგლისური ენის კითხვის კონკურსი გაიმართა ქედაში. კონკურსში სულ 349 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ფინალში 40 მონაწილე გადავიდა.

გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში პრიზები მიიღეს როგორც ფინალისტებმა ასევე საპრიზო ადგილებზე გასულმა მონაწილეებმა.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მისი მიზანი ინგლისური ენის სწავლების წახალისება და უნარ-ჩვევების გამყარებაა.

ინგლისური ენის კითხვის კონკურსი ქედის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი