საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის რანგში მომავალშიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.