ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესიის კურთხევიდან 25 წელი გავიდა

24 ივნისი 2025, 19:58 129 ნახვა

ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესიის კურთხევიდან 25 წელი გავიდა. ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით ქალაქს კარდინალი როლანდას მაკრიკასი ეწვია, რომელმაც ტაძარში მორწმუნეებისთვის საზეიმო წირვა აღავლინა.

პაპმა ფრანცისკემ როლანდას მაკრიკასი კარდინალად 2024 წლის 7 დეკემბერს აკურთხა. ის წლების განმავლობაში, საქართველოში, წმინდა საყდრის სადესპანოში მუშაობდა.

ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს, კათოლიკე მრევლის,  მიერ აშენდა.

ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. დღეს ასევე კათოლიკე ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი