შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია

25 ივნისი 2025, 12:11 103 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. გეკა გელაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და 112-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს 112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დათვალიერებისას, შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე გაეცნო გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, ასევე, 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკის დეტალები მოისმინა და მათ, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, წარმატება უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში