ახალი ნარკოპოლიტიკა

25 ივნისი 2025, 17:55 91 ნახვა

დღეს ნარკომანიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ დააანონსა და პარლამენტსაც მიმართა , რომ ინიციატივა მომავალ კვირაშივე განიხილოს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ სრულად აიკრძალება,მისივე განმარტებით, მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

გარდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა, მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ვერავინ შეძლებს  ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში