ბათუმში კაცი დაჭრეს

26 ივნისი 2025, 11:03 270 ნახვა

ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირი, რომელმაც გუშინ გვიან ღამით ბათუმის ადამიანი დაჭრა. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

შემთხვევა ჟორდანიას ქუჩაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, იგი თურქეთის მოქალაქეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში