ანსამბლ “ბათუმის“ კონცერტი

27 ივნისი 2025, 10:08 176 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენა ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმს“ დაეთმო. კონცერტი საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ამჯერად ანსამბლი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა - 18 ნომრით. მაყურებელმა იხილა სამი ახალი, საავტორო ცეკვა, რომელიც ტრადიციულ ფოლკლორულ მოტივების გათვალისწინებით შეიქმნა.

ასევე შესრულდა ცეკვა ქართული, ხორუმი, ფარიკაობა და აჭარული.  

 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში