გივი თარგამაძე დააკავეს

27 ივნისი 2025, 18:00 96 ნახვა

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით დააკავეს გივი თარგამაძეც.

გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს. ოპოზიციაში დაკავებას  ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაკავება კანონის შესაბამისად ხდება ოპოზიციის წარმომადგენლები კი კანონს მიზანმიმართულად არღვევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში