შეხვედრა მეხორბლე ფერმერებთან

28 ივნისი 2025, 12:01 90 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზევე ყურადღება გამახვილდა ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, მოსავლის დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე. აღინიშნა სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა მეხორბლე ფერმერთა მხარდაჭერისა და მთლიანად დარგის განვითარების მიმართულებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში