ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს

28 ივნისი 2025, 19:56 159 ნახვა

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს.მის ცხედარს სამშობლოში ახლობლები და თანამებრძოლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
ვანო ნადირაძის ცხედარს თემქაზე, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში