„ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსში საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - საქართველოს მთავრობა

01 ივლისი 2025, 15:27 53 ნახვა

„ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსში საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა და 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საქართველოს მთავრობის ცნობით, კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა შეფასებულია მოსახლეობის შემოსავლების დონის, სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გათვალისწინებით.

„ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსში საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

კვლევაში საზოგადოებრივი კეთილდღეობა შეფასებულია მოსახლეობის შემოსავლების დონის, სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გათვალისწინებით.

2001-2024 წლებში, მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტით გაუმჯობესდა, ევროპაში 6,7 პროცენტით, ევროკავშირში 5,5 პროცენტით, საქართველოში კი – 17 პროცენტით.

საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა 2012 წლის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიხედვით – ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა.

საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა და რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ხუთ სახელმწიფოს“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი