მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს

02 ივლისი 2025, 12:29 165 ნახვა

ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შენობების რეაბილიტაცია  გრძელდება. სამუშაოები ქალაქში 7 ქუჩაზე მიმდინარეობს, რესტავრაცია უტარდება შენობებს. 

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე  შენობა-ნაგებობების ფასადების რემონტი და ასევე  განახლდა გზის საფარი. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გრძელდება განახლებული შენობებისა და შიდა ეზოებში მდებარე ნაგებობების გადახურვა.

ფასადების რესტავრაცია კი დასასრულს უახლოვდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ასევე განახლდება ეზოები და გზის საფარი. ფონდში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის თხოვნით, დამატებით 1.8 მეტრით გაფართოვდა სამანქანო გზა, რაც მოძრაობას გაამარტივებს.  

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს, სადაც ამბობენ, რომ სამუშაოები ბათუმში სრულად წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი