დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის გაცემა დაიწყო 

02 ივლისი 2025, 14:44 285 ნახვა

აჭარის 15 კლინიკაში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის გაცემა დაიწყო. წიგნი, თანამედროვე, პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელიც ერთ სახელმძღვანელოში აერთიანებს ორსულის, ახალშობილისა და მცირეწლოვანი ბავშვის შესახებ ინფორმაციასა და ბავშვის ადრეული განვითარების მნიშვნელოვან პროცესში, დედებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირებულ ჩართულობას უზრუნველყოფს.

პროგრამას, რომელიც 2024-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ახორციელებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი