დღევანდელ კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებულ პროცესებზე კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წელს ჩვეულებრივად მოძრაობდა კოდორის ხეობაში ხალხი, ნებისმიერი შევიდოდა, ვინც ფორმირებაში ნამყოფი არ იყო მაშინ, მაგრამ მერე ხელის შეშლა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაიწყო.
გერლიანის განცხადებით, კუდ-მა ხეობისკენ წასული ადგილობრივების შესაშინებლად მოაწყო თითქოსდა ორმხრივი სროლა.