პრეზიდენტი სამთო-მომზადების სკოლას ეწვია

02 ივლისი 2025, 18:06 151 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა.

სამთო მომზადების სკოლის სამხედროებმა სასწავლო უბანზე საჩვენებელი სწავლება გამართეს.  

პრეზიდენტი სამთო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში